სტატიის გამოქვეყნება
ავტორთა საყურადღებოდ
სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი „მშენებლობა“ არის არაკომერციული (ავტორთა და შემომწირველების დაფინანსებით) ყოველკვარტალური რეფერირებადი პერიოდული გამოცემა.
გამოსაქვეყნებელი სტატიები მიიღება ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე (ქვეყნდება ორიგინალის ენაზე).
დასრულებული ჟურნალის PDF ვერსია აიტვირთება საიტზე: https:mshen-journal.ge, ბეჭდური ვერსია გაიყიდება წიგნების მაღაზიაში.
სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს. ავტორ(ებ)-ს შეუძლია სტატია წარადგინოს ჟურნალ „მშენებლობაში“ პულიკაციისათვის ელექტრონული ფოსტით t.magradze@gtu.ge ან info@mshen-journal.ge მისამართზე (doc ან docx ფაილის სახით MS Word). სტატიები მიიღება მუდმივად. ჟურნალის ერთ ნომერში გამოქვეყნდება ერთი და იმავე ავტორის ან ავტორთა ჯგუფის (არაუმეტეს 3 ავტორისა) მხოლოდ ორი სტატია, სტატიის გვერდების მინიმალური რაოდენობაა 6 გვერდი, მაქსიმალური 15 გვერდი.
გთავაზობთ სამეცნიერო სტატიის გაფორმების წესს:
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი სახით A4 ფორმატის ფურცელზე, გვერდების რაოდენობა 6 და მეტი (არეები – 2 სმ, ინტერვალი – 1,5);
- სტატია შესრულებული უნდა იყოს doc და dicx ფაილის სახით (MS Word) და ჩაწერილი ნებისმიერ მაგნიტურ მატარებელზე;
- ქართული ტექსტისათვის გამოიყენეთ ფონტი Sylfaen, ზომა 12;
- ინგლისური და რუსული ტექსტებისათვის – ფონტი Times New Roman, ზომა 12.
სტატიას უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია:
უაკ (უნივერსალური ათობითი კლასიფიკაცია) კოდი;
ყველა ავტორის სახელი და გვარი სრულად, E-mail-ი, სამეცნიერო წოდება და საკონსაქტო ტელეფონი. ყოველი ავტორის სამუშაობის ადგილის, ორგანიზაციის სრული სახელწოდება, ქვეყანა, ქალაქი, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
რეცენზენტთა გვარები და სახელები სრულად, მათი ელექტრონული ფოსტის მისამართი, სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.
სტატიას უნდა ახლდეს:
- ანოტაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე (100-150 სიტყვა).
- ანოტაცია არის სტატიის შინაარსისა და მასში გადმოცემული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის წყარო. სწორედ იგი განსაზღვრავს ინტერესს მეცნიერის ნაშრომის მიმართ და მაშასადამე სურვილს, დაიწყოს დისკუსია ავტორთან, გამოითხოვოს სტატიის სრული ტექსტი და ა.შ.
ანოტაცია უნდა იყოს:
- ინფორმაციული (არ უნდა შეიცავდეს ზოგად სიტყვებსა და ფრაზებს), უნდა იყოს აღნიშნული, თუ რამ განაპირობა მოცემული სტატიის აქტუალობა;
- ტექსტის შინაარსი ინგლისურ და რუსულ ენებზე უნდა იყოს ორიგინალური;
- უნდა ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსა და კვლევის შედეგებს;
- სტრუქტურირებული (მიჰყვებოდეს სტატიაში შედეგების აღწერის ლოგიკას).
სტატია უნდა შეიცავდეს:
- სტატიის საგანს, თემას, მიზანს (რომლებსაც უთითებს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის ცხადი სტატიის სათაურიდან);
- კვლევის ჩატარების მეთოდს ან მეთოდოლოგიას;
- შედეგების გამოყენების არეალს;
- საკვანძო სიტყვებს, დალაგებულს ანბანის მიხედვით (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე);
- შემდეგ ნაწილებს: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა, რომლებიც გამოყოფილი უნდა იყოს ძირითადი ტექსტისაგან;
- თუ სტატია შეიცავს სურათებს ან ფოტოებს, საჭიროა, მოგვაწოდოთ მათი კომპიუტერული ვარიანტი, ნებისმიერი გრაფიკული ფორმატით, გარჩევადობა – არანაკლებ 150 dpi-სა;
- გამოყენებულ ლიტერატურას.
რეცენზიის გაფორმების წესი:
- ნაშრომის დასახელება სრულად;
- ავტორის/ავტორების სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცი ელ-ფოსტა;
- ნაშრომში დასმული ამოცანის მოკლე მიმოხილვა;
- გამოსაქვეყნებლად მომზადებული ნაშრომის აქტუალობა;
- ძირითადი ასპექტები, რომლებიც განხილულია ავტორის მიერ;
- რეკომენდაცია ნაშრომის გამოქვეყნებისათვის (იმ შემთხვევაში თუ სარეცენზიო ნაშრომი სამეცნიერო სტატიაა, აუცილებელია სამეცნიერო ჟურნალის დასახელების მითითება);
- რეცენზენტის გვარი, სახელი სრულად, სამუშაო ადგილი, სამეცნიერო წოდება, საკონტაქტო ინფორმაცია (სტატიის რეცენზენტების შემთხევაში რეცენზენტის მონაცემები გამოქყენებული იქნება სტატიასთან ერთად).
სტატიის გამოცემის ღირებულება განისაზღვრება 1 გვერდი 10 ლარი (უცხოელი ავტორებისათვის 1 გვერდი 10 აშშ დოლარი), 1 ეგზემპლიარის ღირებულებაა 10 ლარი. გადარიცხვა განხორციელდება სს „საქართველოს ბანკი“ BAGAGE22, ანგარიში GE83BG0000000161946830, სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი „მშენებლობა“.
ყოველი გამოცემის ორი ეგზემპლარი უფასოდ გადაეცემათ ჟურნალის პარტნიორებს, ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბილიოთეკას და ტექინფორმს.
ნაშრომის გამოგზავნა დასაბეჭდად ელ ფოსტის საშუალებით
თუ თქვენს მიერ გამოსაგზავნი ნაშრომის სერთო ზომა არ აღემატება 25 მეგაბაიტს (25 Megabytes) შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე info@mshen-journal.ge
ნაშრომის გამოგზავნა დასაბეჭდად ღრუბლოვანი სერვისების საშუალებით
თუ თქვენს მიერ გამოსაგზავნი ნაშრომის სერთო ზომა აღემატება 25 მეგაბაიტს (25 Megabytes) შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ღრუბლოვანი საცავით, როგორიცაა Google Drive, OneDirve, WeTransfer და ა.შ.